„რამდენიმე წლის წინ შემოიტანეს კანონპროექტი, რომლის ძალითაც მთელ საქართველოში კანაფის პლანტაციები უნდა გაშენებულიყო , ახლა იგივე ადამიანები საუბრობენ, რომ თურმე კანონმდებლობა ყველაზე მკაცრი უნდა გახდეს“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
წიკლაურის განმარტებით, მას მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტით ხელისუფლება დამატებით ბრეკეტებს იქმნის სადამსჯელო ღონისძიებების დასამძიმებლად. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით დაანონსებული ცვლილებები „პოლიტიკური ფარისევლობა“.
„სულ კი გინდოდა [გახარია] ყოფილიყავი, მაგრამ მაგისთვის კორუფცია და ჭორაობის სიყვარული უნდა დაგეთმო“ – მეზვრიშვილი კალაძეს
„ნებისმიერ დროს [მზად ვარ], გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“ – განაცხადა კალაძემ.
„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ფარისევლობა. ალბათ, ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩვენ გვაქვს „სილქნეტის“ მეხსიერება და არ გვახსოვს, როგორი იყო მათი ნაბიჯები ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. იგივე ადამიანები, კოლექტიური კობახიძეები და ივანიშვილები გვიმტკიცებდნენ, რა სარგებლის მომტანია ის, რომ საქართველოში იქნება კანაფის პლანტაციები. მგონი, ყველა სხვა კულტურის გაჩეხას აპირებდნენ, რათა „პლანის“ პლანტაციები დაერგოთ. ახლა, იგივე ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ყველაზე უფრო მკაცრი უნდა გახდეს კანონმდებლობა. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტთა ეს კრებული, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სრულფასოვან რეაბილიტაციაზე არაა საუბარი და ის, რაც დაანონსებულია, მხოლოდ და მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებია, მიმაჩნია, რომ ხელისუფლება დამატებით ბრეკეტებს იქმნის, რომ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, პროტესტანტებს, კიდევ ახალი სადამსჯელო ღონისძიებებით დაუმძიმოს.
შალვა პაპუაშვილი: „ნარკოლოგიური შემოწმება ყველა დეპუტატს გავლილი აქვს – არ ვიცი, ჩააბარეს თუ არა ნარკოტესტი ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ“
„ჩვენი კანონმდებლობით, ვინც საჯარო სამსახურში მუშაობას იწყებს ან მუშაობს, ყველა ვალდებულია, რომ ნარკოტესტი გაიაროს.“
კანონმდებლობა საკმარისად მკაცრია იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს ავრცელებენ, დაკავებულები იყვნენ. მაგრამ რას ვხედავთ?! – ჯოხი ყოველთვის ტყდება მომხმარებლებზე და არა ე.წ. ბარიგებზე, რომლებიც ამ ნარკოტიკს და სიკვდილს ყიდიან. ვიცით, რომ ასეთი ადგილები არსებობს და ხელისუფლება არ რეაგირებს, რომ ქვეყანაში სიკვდილის ასეთი ცენტრები არ არსებობდეს.
ამიტომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმის გამო, რომ მათი პოზიცია სულ რაღაც 5 წლის წინ მთელ საქართველოში კანაფის პლანტაციების გაშენება იყო, ეს ნაბიჯები რეაბილიტაციის სისტემური ხედვის გარეშე მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ახალი სადამსჯელო ბერკეტები მოიპოვოს მათთვის ურჩ, მათ წინადადებებზე არ დამთანხმებელ საზოგადოებაზე“,- განაცხადა წიკლაურმა.
„ნებისმიერ დროს [მზად ვარ]… გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“ – კალაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ბუაძეს
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.