თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ჯოკია ბოდოკია სასამართლომ დამნაშავედ სცნო. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მოსამართლემ ბოდოკიას 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.
ჯოკია ბოდოკიას ბრალად დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება. საუბარია 180 ათას ლარზე – აქედან გამოძიების მტკიცებით, ნაწილი ბრალდებულს უკვე აღებული ქონდა.