მსახიობი ჯონ ბერნტალი, რომელიც „მოსიარულე მკვდრების“ პირველ და მეორე სეზონში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა, პროექტში ბრუნდება. ეს ინფორმაცია ტელეარხმა АМС უკვე დაადასტურა. ბერნტალი კვლავ შეინს – რიკ გრაიმსს განასახიერებს.
რა სახით დაბრუნდება ის სერიალში ჯერ-ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონიდან „მოსიარულე მკვდრებს“ ენდრიუ ლინკოლნი ტოვებს. მთავარი პერსონაჟი კიი დერილ დიქსონი გახდება.
მე-9 სეზონს მაყურებელი 2018 წლის შემოდგომაზე იხილავს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში შოუს რეიტინგი მკვეთრად დაეცა.