LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ ჰერბსტი: „ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართ – საქართველო ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში“

120
Screenshot 2025-01-19 193735

„ვხე­დავთ ერ­თგვარ და­ჩო­ქე­ბას, მოს­კო­ვის მო­თხოვ­ნე­ბი­სა, თუ პო­ზი­ცი­ე­ბის მი­მართ“, – ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის დიპ­ლო­მატ­მა, „ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს“ ევ­რა­ზი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ჯონ ჰერბსტმა „ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე არავინაა მიწვეული პარტია „ქართული ოცნებიდან“ იმაზე მეტყველებს, რომ მომავალ ადმინისტრაციას, ისევე როგორც მიმავალ ადმინისტრაციას, ესმის, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა დისკრედიტებულია.

მან უპასუხა კითხვას, თუ არაღიარების აქტი პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე მოხვდება და ამოქმედდება, როგორი იქნება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ამის შემდეგ. მისი თქმით, ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

„ამერიკა- საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად არასწორი მიმართულებით მიდის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ საქართველოში მზარდი რეპრესიებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაკეთდა მკაფიო, არამეგობრული განცხადებები დასავლური, და განსაკუთრებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართაც. ეს საკმაოდ გასაოცარი და ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი როდესმე ყოფილა, 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მაინც..

..საარჩევნო დარღვევები მკაფიოდ, უფრო მკაცრი ენით უნდა დაეგმოთ. იმ რეპრესიების ლოდინის ნაცვლად, რაც მოხდა [არჩევნების შემდეგ], ამ არჩევნებში დარღვევების გამო, სანქციები უნდა დაეწესებინათ. სანქციების დაწესება როდესაც დაიწყეს, მართალია ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს, მაგრამ იგივე არ გააკეთეს ირაკლი კობახიძის შემთხვევაში, რომელიც, ნათელია, რომ როგორც მინიმუმ ივანიშვილის უმცროსი პარტნიორია ამ ნეგატიურ ქმედებებში”, – აღნიშნავს ჰერბსტი.

„ნელ-ნელა, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ მოსკოვისგან დაშორება და დასავლეთისკენ სვლა დაიწყო. ეს დინამიკა გრძელდებოდა ივანიშვილის ეპოქის პირველი ორი, სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში. ახლა კი საქართველო, არ ვიტყოდი, სწრაფად, მაგრამ ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში”, – განაცხადა ჰერბსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g