LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ კენედის მკვლელობის საქმის 3000-მდე დოკუმენტი გასაჯაროვდა

95

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვეს. საიდუმლო გრიფის მოხსნის განკარგულებას დონალდ ტრამპმამოაწერა ხელი . 2891 დოკუმენტი უკვე ნაციონალური არქივის ვებგვერდზეა განთავსებული.დანარჩენის გასაჯაროება ცენტრალური დაზვერვის სამსახურის მოთხოვნით, არ მოხდა. დაზვერვა შიშობს, რომ სრული დოკუმენტაციის გამოქვეყნება უწყების მუშაობის მეთოდებს და აგენტებს შეუქმნის საფრთხეს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კენედის მკვლელს ფედერალური საგამოძიებო ბიურო ტრაგედიამდე 2 თვით ადრე უთვალთვალებდა.ასევე ირკვევა, რომ მოსკოვში ჯონ კენედის მკვლელობას ამერიკის ხელისუფლების შეთქმულებად მიიჩნევდნენ და ამავდროულად შიშობდნენ, რომ ვაშინგტონი საბჭოთა კავშირზე იერიშს მიიტანდა.

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატში მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g