აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვში ჩავიდა. როგორც “ბიბისი” იტყობინება, ამერიკელი დიპლომატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიაში კონფლიქტის დარეგულირებაა. აშშ-ის სურს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გადადგეს, მოსკოვში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ბედი “სირიელი ხალხის ხელშია”.
რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დღის წესრიგშია უკრაინა და მინსკის შეთანხმებების შესრულება, ასევე რუსული ბომბდამშენი სუ-24-ის ჩამოგდება და რუსულ-ამერიკული ურთიერთობა.