შეერთებული შტატები გააგრძელებს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერზე“ ზეწოლას, რათა მის დაქირავებულ მებრძოლებს ჩამოართვან შესაძლებლობა, დათესონ ქაოსი და ძალადობა მსოფლიოში, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ვფიქრობ, იცით, რომ ვმუშაობთ იმაზე, რომ “ვაგნერს” პასუხისმგებლობა დაეკისროს. ის ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების სიაშია შეტანილი. ჩვენ მათ სანქციები დავუწესეთ. გავაგრძელებთ საჭირო ზომების მიღებას, რათა შევზღუდოთ მათი შესაძლებლობები, გააგრძელონ ქაოსისა და ძალადობის დათესვა, სადაც არ უნდა იყვნენ“, – აღნიშნა კირბიმ.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ პრიგოჟინის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.