LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ ლენონის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული კონცერტი მუსიკალურ ფილმად გამოვა (ვიდეო)

Imagine_-John-Lennon-finale

კომპანიამ Blackbird Presents, ჯონ ლენონის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული კონცერტი მუსიკალურ ფილმად აქცია.

John Lennon 75th Birthday Concert, რომელსაც 2015 წელს, ,,მედისონ სქუეარ გარდენმა” უმასპინძლა, მიმდინარე წლის 14 დეკემბერს DVD-ისა და CD-ის ფორმატში გამოვა. საინტერესოა, რომ 2019 წლის 18 იანვარს ვინილის რელიზიც შედგება, რომელშიც ის სიმღერები შევა, რომლებიც საღამოზე შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ქსელში ფილმიდან ერთ-ერთი ვიდეო გუშინ გამოაქვეყნა. ვიდეოში ისეთი მომღერლების თანავარსკვლავედი, როგორებიც: უილი ნელსონი, სტივენ ტაილერი, პიტერ ფრემპტონი, კრის სტეპლტონი, ბრენდონ ფლაუერსი, შერილ კროუ და სხვები არიან,  ოქროს ჰიტს All You Need Is Love მღერიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები