13 აპრილს ჯონ ტრავოლტასა და კელი პრესტონის ვაჟს, ჯეტს 28 წელი შეუსრულდებოდა. ის 11 წლის ასაკში ეპილეფსიური შეტევის შედეგად გარდაიცვალა. მაშინ ოჯახი ბაჰამის კუნძულებზე ისვენებდა. ჯეტის გარდაცვალებამ ტრავოლტასა და პრესტონის ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა. მეუღლეები დიდი ხნის განმავლობაში არ ჩნდებოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ჯეტს აუტისტური სპექტრის აშლილობაც ჰქონდა და მცირე ასაკში კავასაკის მძიმე დაავადებაც გადაიტანა.
შვილის დაბადების დღეს ჯონ ტრავოლტამ სოციალურ ქსელში ემოციური ფოტო გააზიარა, რომელზეც ის და კელი პრესტონო ჯეტთან ერთად არიან გადაღებული.