LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი ერთმანეთს შორდებიან

316

ამერიკელი მსახიობის, ჯონი დეპის მეუღლემ, ემბერ ჰერდმა სასამართლოში განქორწინების განაცხადი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ქალბაონმა სასამართლოს დეპის დედის გარდაცვალებიდან მესამე დღეს მიმართა. მიზეზად აზრთა შეუთავსებლობა სახელდება.

გამოცემა TMZ-ის ცნობით, წყვილს არ ჰქონდა გაფორმებული საქორწინო კონტრაქტი. ცნობილი ხდება ისიც, რომ დეპმა ადვოკატების საშუალებით უარი თქვა ემბერის ალიმენტების გადახდაზე.

უკანასკნელად წყვილი ერთად აპრილში, ვიდეომიმართვაში გამოჩნდა, რომელიც ავსტრალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს არხზე გამოქვეყნდა.  ისინი მოუწოდებდნენ საზოგადოებას, გაფრთხილებოდნენ ბუნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები