ჰოლივუდის ყველაზე არარენტაბელურმა მსახიობმა ჯონი დეპმა გადაწყვიტა, რომ კინოში დროებით არაფერი ესაქმება და კარიერაში შვებულებას იღებს, რომ დრო მთლიანად საკუთარ მუსიკალურ ჯგუფს დაუთმოს.
თაყვანისმცემლები დეპის გადაწყვეტილებამ გაარკვია და აღნიშნავენ, რომ შუახნის ასაკის კრიზისი, რომელიც მსახიობს რამდენიმე წლის წინ დაეწყო, ძალიან გაჭიანურდა და სწორედ ამას უკავშირდება ჯონის უცნაური გადაწყვეტილებები. თავად მსახიობი კი მიიჩნევს, რომ დიდი შანსი აქვს პოპულარობა სწორედ მუსიკოსის ამპლუაში მოიპოვოს.
ამასთან, კინოროლებზე უარის თქმის შემდეგ, დრო ბევრად მეტი აქვს. ბოლოს ჯონი საკუთარ ჯგუფთან The Hollywood Vampires-თან ერთად „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე წარსდგა მაყურებლების წინაშე. გამოსვლა მუსიკის მოყვარულებმა დადებითად შეაფასეს.