ჯონი დეპი კვლავ აქტიურ სასამართლო გარჩევებშია – ამჯერად ჰოლივუდის ვარსკვლავი არა ყოფილ მეუღლეს, არამედ ყოფილ ფინანსურ მენეჯერებს „ებრძვის“. დეპი მათ თაღლითობაში ადანაშაულებს და 25 მილიონ დოლარს ითხოვს.
„კარიბის ზღვის მეკობრეს“ თქმით, ექს-მეჯენერების „წყალობით“, რომლებიც გადასახადების გადახდას თავს არიდებდნენ, ჯარიმის სახით მას 6 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია.
შეგახსენებთ, რომ დეპის მენეჯრების მხრიდან მსახიობის ბრალდებას საპასუხო საჩივარი მოჰყვა. მათი თქმით, ჯონი უმისამართოდ და უმიზნოდ ფლანგავს ფულს და მისი ფინანსური პრობლემები სათავეს სწორედ აქედან იღებს.