LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპის ცოლი მსახიობის ოჯახის არცერთ წევრს არ უყვარდა

586

ჯონი დეპისადა ემბერ ჰერდის განქორწინების ამბავი გუშინ ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მსახიობები 15 თვიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. გაყრის ინიციატორი ჰერდი იყო, რომელმაც შესაბამისი სასამართლო პროცედურები დეპის დედის გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ემბერი ჯონის არცერთ ახლობელს, მათ შორის – არც მის მოზარდ შვილებს უყვართ. ოჯახთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ მათი დაშორება გარდაუვალი იყო, რადგან ემბერი ქმარს მუდამ ძალიან ცუდად ექცეოდა.

წლის დასაწყისში დეპმა დედა ლოს-ანჯელესში გადაიყვანა და საკუთარ სახლთან ახლოს დაავინავა. ემბერისა და ჯონის დედის ურთიერთობა თავიდანვე დაძაბული იყო. მსახიობის დედა, ბეტი სიუ დარწმუნებული იყო, რომ ჰერდი მის შვილს კარიერისა და ფულის გამო გაჰყვა ცოლად. ემბერმა ყველაფერი სცადა, რომ ქმარი მის დედას იშვიათად შეხვედროდა. იმ პერიოდის განმავლობაში, რაც დეპი და დედა ლოს-ანჯელესში ახლოს ცხოვრობდნენ ერთმანეთთან, წყვილი ბეტი სიუსთან სტუმრად მხოლოდ ერთხელ იყო.

დეპისთან და ჰერდთან დაახლოებული პირები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ რძალსა და დედამთილს შორის დაპირისპირება ბოლო პერიოდში აბსოლუტურად ღიად და ყველასთვის დასანახად მიმდინარეობდა, ისინი არ გამორიცხავენ, რომ ბეტი სიუს გარდაცვალებაც ამ დაძაბულობამ და ნერვიულობამ დააჩქარა.

გაყრის შესახებ განცხადებაში ემბერ ჰერდმა ჯონი დეპისგან სოლიდური ფინანსური დახმარება მოითხოვა და დეპი, სავარაუდოდ, მოთხოვნას დათანხმდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილის დაკარგვა მოუხდება, რადგან საქორწინო კონტრაქტი წყვილს არ დაუდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g