ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილი პარიზში შობას მოიყვანს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, 22 ნოემბერს ლილი როუზ დეპი ელისეის მინდვრებზე საშობაო განათებას ჩართავს.
ტრადიციულად, ელისეის მინდვრებს, ყოველ წელს საშობაო განათების ჩართვის ცერემონიაზე ტურისტები მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ. საფრანგეთის დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე საზეიმო ილუმინაციის ჩართვის პატივი სახელგანთქმულ ადამიანებს აქვთ.
შარშან საშობაო განათება ძიუდოისტმა ტედი რინერმა ჩართო. წელს კი პარიზის მერის ან იდალგოს თანხლებით დედაქალაქს ჯონი დეპის 18 წლის ქალიშვილი გაანათებს, ცერემონია 22 ნოემბერს, 18:45 საათზეა დაგეგმილი.