ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა. პროცესი 57 წლის ჯონი დეპმა წააგო, უწყებამ ემბერ ჰარდი ოჯახური ძალადობის მსხვერპლად სცნო. გასულ თვეს Warner Bros.-მა ჯონის ფილმში „ჯადოსნური არსებების“ როლის დატოვება მოსთხოვა. აღნიშნული ფაქტით აღშფოთებული მსახიობის გულშემატკივრები გაერთიანდნენ და პეტიცია შექმნეს რათა ის „ჯადოსნურ არსებებში“ დაებრუნებინათ. ასევე შეიქმნა პეტიცია „აქვამენი 2“-დან ემბერ ჰერდის გაშვების მოთხოვნით.
ალახანს კი Hollywood Reporter-მა ახალი დეტალები გაასაჯაროვა. დასავლური მედიის ცნობით, სასამართლო პროცესის მსვლელობისას, რომელიც 2018 წელს დაიწყო, ჯონი დეპი მეგობარს დაუკავშირდა, რომელიც Warner Bros-ში მუშაობდა, მას წერილი მიწერა, სადაც ემბერ ჰარდის „აქვამენიდან“ მოხსნას ითხოვდა. თუმცა უშედეგოდ, ემბერმა პირველ სერიაშიც ითამაშა და მალე „აქვამენი 2“-ის გადაღებებიც დაიწყება.