ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.
ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ჯონი დეპმა კომპენსაციის სახით 10 მილიონი დოლარი და საჯარიმო სანქციების სახით 5 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.
ვერდიქტის გამოტანას დაესწრო ამბერ ჰერდი, თუმცა დარბაზში არ იმყოფებოდა ჯონი დეპი. მსახიობი ამჟამად ინგლისშია.
ცნობისთვის, სასამართლო დავა ჰერდსა და დეპს შორის 11 აპრილს დაიწყო.
ჰერდი ყოფილ ქმარს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებდა.