ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის დაშორების შესახებ ცნობილი დაახლოებით ერთი კვირის წინ გახდა, როდესაც სასამართლოს დაშორების მიზეზით ემბერმა მიმართა. რამდენიმე დღის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ დეპი ჰერდზე ფიზიკრად ძალადობდა. შედეგად მას უკვე ყოფილ მეუღლესთან 90 მეტრზე მიახლოება აეკრძალა.
ემბერის განცხადებით, ძალადობის მსხვერპლი ის გასულ კვირას გახდა – დეპმა მას მობილური ტელეფონი ესროლა და სახეში გაარტყა. მისივე მტკიცებით, პერიოდულად იგი მეუღლისგან უხეშ დამოკიდებულებასაც იტანდა. დამამტკიცებელი საბუთის სახით კი მან საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სახეზე სილურჯეები აღენიშნება.
უკანასკნელი ცნობით, საქორწინო კონტრაქტის არარსებობის მიუხედავად, ის გეგმავს, დეპს ქონების ნახევარი სასამართლოს გზით წაართვას. იმ შემთხვევაში კი, თუ ყველაფერი გეგმის გზით განხორციელდა, ემბერი 200 მილიონ დოლარს მიიღებს. განქორწინების პროცესი 17 ივნისს გაიმართება.