LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპს ორი ყოფილი პირადი მცველი სასამართლოში უჩივის

133

ჯონი დეპს ორი ყოფილი პირადი მცველი სასამართლოში უჩივის. მათი თქმით, მათ უწევდათ არალეგალური ნარკოტიკების გადაზიდვა, უკონტროლო მდგომარეობაში მყოფი მისი გუნდის წევრების კონტროლი, მისი შვილების მიხედვა და დეპის საკუთარი მავნე ჩვევებისგან დაცვა.

მაგალითისთვის კი მათ ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი გაიხსენეს, როდესაც დეპს აკრძალული ნივთიერების კვალი ეტყობოდა და გარშემომყოფებს ამისი შემჩნევა შეეძლოთ. ასევე, დეპი არ უხდიდა მათ სათანადოდ და სადილისთვის დღის მანძილზე არასოდეს ათავისუფლებდა.

რა თანხას ითხოვენ ისინი მსახიობისგან, უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები