LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპს ქალიშვილის შეყვარებული არ მოსწონს

396

16 წლის ლილი როუზ დეპისა და 24 წლის მოდელის, ეშ სტაიმესტის რომანთან გოგონას დედასა და დას არაფერი აქვთ საწინააღმდეგო, წყვილი არაერთხელ შენიშნეს ვანესა პარადისთან ერთად, თუმცა მამასთან, ჯონი დეპთან საქმე არც ისე მარტივადაა, ჰოლივუდის მსახიობს საკუთარი შვილის არჩევანი დიდად არ აღაფრთოვანებს. მიზეზებზე ჟურნალისტები ბევრს საუბრობენ – შესაძლოა, „ნაკლი“ ლილი როუზისა და ეშის ასაკობრივი სხვაობა იყოს, ანდა ჯონი ვერ ეგუება, რომ მისი გოგონა უკვე იმხელაა, რომ მეგობარი ბიჭი ჰყავდეს… თუმცა, ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ მთავარი მიზეზი სულ სხვაა – დეპს ძალიან აგონებს ეში 30 წლის წინანდელ საკუთარ თავს. ჟურნალისტების თქმით, ლილი როუზი, შესაძლოა, გაუცნობიერებლად, მაგრამ მუდმივად ხვდება ბიჭებს, რომლებიც ძალიან ჰგვანან მამამისს.

შესაბამისად, გოგონას არჩევანს უწონებს დედაც, რადგან ვანესამ ოდესღაც თავადაც გააკეთა არჩევანი ეშის მსგავს ჯონიზე.

„ჯონიმ გადაწყვიტა, შვილის არჩევანის მთელი პასუხისმგებლობა ვანესას დააკისროს, რადგან მიიჩნევს, რომ დედა შვილს კაპრიზებზე უარს არ ეუბნება. ჯონის და ლილი როუზს გოგონას მეგობარი ბიჭის გამო მუდმივი კამათი აქვთ, მამას არ სურს, რომ მის გოგონას ეშთან რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონდეს,“ – ამბობს ვარსკვლავურ ოჯახთან დაახლოებული ინფორმატორი.

 

20160322-lily5

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g