ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სკანდალური განქორწინების შემდეგ, დეპი პირველად გამოჩნდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. 52 წლის მსახიობი ფრანკფურტში ვიზიტისას დააფიქსირეს.
ამავე დროს ჯონი დეპის ქალიშვილმა, ლილი-როუზ დეპმა სოციალურ ქსელში მამასთან ერთად გადაღებული ძველი ფოტო გააზიარა შემდეგი წარწერით : „მამაჩემი ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანია მათ შორის, ვისაც მე ვიცნობ. ის ფანტასტიკური მამა იყო ჩემთვის და ჩემი ძმისთვის. ვინც მას იცნობს, იგივეს გეტყვით“ -წერს ლილი როუზ-დეპი.
მსახიობს ასევე მხარდაჭერა გამოუცხადეს ყოფილმა მეუღლეებმა, ვანესა პარადიმ და ლორი ენ ელისონმა. მათი განცხადებით, თანაცხოვრების დროს, დეპს მათზე არასოდეს აუწევია ხელი.