LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონსონი: მალე უკრაინას გაერთიანებული სამეფოსგან ახალი სამხედრო დახმარება მიეწოდება

81
ჯონსონი ზელენსკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს სჯერა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.

ამის შესახებ ბორის ჯონსონი ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.

ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარებაც დააანონსა.

„მჯერა, რომ უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ პუტინის ძალების მიერ ცოტა ხნის წინ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება. გაერთიანებული სამეფო განწყობილია დაეხმარის უკრაინას საკუთარი თავის დაცვასა და აღდგენის პროცესშიც.

უახლოეს პერიოდში უკრაინას მიეწოდება ახალი სამხედრო დახმარება გაერთანებული სამეფოსგან“, –  დაწერა ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g