ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის შეტევები უკრაინასთან ომში რესურსების შემცირების გამო მომდევნო თვეებში შენელდება. აღნიშნულზე ჯონსონმა 3 ევროპულ გამოცემასთან გამართულ ინტერვიუში ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვის სერვისების ვარაუდი განაცხადა.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ძალები აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში წინ მიიწევდნენ და მოაქვთ ნგრევა, თუმცა სამხედროებისა და იარაღების დიდი დანახარჯების გამო.
„ჩვენს თავდაცვის დაზვერვის სამსახურს მიაჩნია, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში რუსეთი მივა იმ წერტილამდე, საიდანაც წინ წასვლის ძალა აღარ ექნება, რადგან ამოწურავს საკუთარ რესურსებს.
მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას რომ შეატრიალოს დინამიკა. მე ამაზე ვიკამათებ დიდი შვიდეულის სამიტზე (გერმანიაში). ვინაიდან უკრაინელები არიან კონტრშეტევის დაწყების პოზიციაში, ამას მხარი უნდა დავუჭიროთ აღჭურვილობით, რომელსაც ისინი ჩვენგან ითხოვენ.“– განაცხადა ჯონსონმა.
დასმულ კითხვაზე, როგორი იქნებოდა უკრაინის გამარჯვება და პუტინის დამარცხება, ჯონსონმა უპასუხა:
„მინიმუმ დავიბრუნებთ სტატუს-კვოს, რაც 24 თებერვლამდე იყო და მათი (რუსეთის) სამხედროებს განდევნიან მათი დაპყრობილი ადგილებიდან,“ – განაცხადა ჯონსონმა.
