LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“Jonson&Jonson-ის 11 მილიონი ვაქცინა უკვე სამხრეთ აფრიკამ იყიდა – უნდა აღიაროთ სახალხოდ, რომ არაფრისმაქნისები ხართ!” – ხაზარაძე “ოცნებას”

94
e45ccd1c0bf45be3d998a64c82246c0e-XL

“Jonson&Jonson ის 11 მილიონი ვაქცინა უკვე სამხრეთ აფრიკამ იყიდა, ვაქცინა რომელიც ორი დღის წინ დაარეგისტრირა ამერიკის FDA- მ. უნდა აღიაროთ სახალხოდ, რომ არაფრის მაქნისები ხართ” – ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და “ქართულ ოცნებას” მიამრთავს.

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა და პროფესიონალი მენეჯმენტი.

“Jonson&Jonson ის 11 მილიონი ვაქცინა უკვე სამხრეთ აფრიკამ იყიდა, ვაქცინა რომელიც ორი დღის წინ დაარეგისტრირა ამერიკის FDA- მ. უნდა აღიაროთ სახალხოდ, რომ არაფრის მაქნისები ხართ ჩვენდა სამწუხაროდ. ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა! ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნები! ქვეყანას სჭირდება პროფესიონალი მენეჯმენტი! დროის გაწელვის სხვა ყველა მცდელობა უფსკრულისკენ მიგვაქანებს.”-წერს ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g