ქსელში ჯოჯ და ამალ კლუნების ქალიშვილის, ელას ფოტო მოხვდა. პაპარაცებმა ამალი დედასთან და ქალიშვილთან ერთად მაშინ გადაიღეს, როდესაც ის ნიუ-იორკის სახლიდან გამოდიოდა. მათთან ერთად არ იყო ელას ტყუპისცალი ძმა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამალი და ჯორჯი არ ჩქარობენ, სამყაროს თავისი პატარები უჩვენონ, პრესას მათზე ისინი დიდი სიამოვნებით უყვებიან.
„ელას დიდი თვალები აქვს და ძალიან ლამაზია. ის დედას ჰგავს. ალექსანდრე თავის დაზე დიდია და ის ოთახში ყველაზე დიდი ხმით იცინის და ამით ყველას გვახალისებს“, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში კლუნიმ.


