LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა საქართველოშიც გააპროტესტეს

171
101805794-893973851030150-2350988041822142464-n

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა საქართველოშიც გააპროტესტეს. აქცია თბილისში რუსთაველის მეტროსთან იმართება.

ჯორჯ ფლოიდი 46 წლის აფროამერიკელია, რომელიც 25 მაისს მინიაპოლისის პოლიციამ დაკავებისას მოკლა.

აშშ-ში უკვე თითქმის ერთი კვირაა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აქციები არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ 40 ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს, დემონსტრანტები შეზღუდვას არ ითვალისწინებენ.

ნიუ-იორკში, ჩოკაგოში, ფილადელფიასა და ლოს-ანჯელესში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის ტყვიები გამოიყენა. რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანები და მაღაზიები გადაწვეს.

ეროვნული გვარდია ვაშინგტონსა და 15 შტატში გაააქტიურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები