LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ კლუნი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

44

უკვე რამდენიმე წელია დადის ხმები, რომ ჯორჯ კლუნი პოლიტიკაში წასვლას გეგმავს. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ მსახიობს ამერიკის პრეზიდენტობა სურს.

ვენეციის კინოფესტივალზე, ფილმ „სუბურბიკონის“ პრეს-კონფერენციაზე, კლუნიმ თავად გამოთქვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. მსახიობის ეს იდეა აიტაცა და მოიწონა მისმა კოლეგამ და მეგობარმა, მეტ დეიმონმა. „ჩვენ გვჭირდება ახალი პრეზიდენტი, ნებისმიერი ახალი პრეზიდენტი!“ – განაცხადა მან.

თავად კლუნი კი მიიჩნევს, რომ მას ყველანაირი შანსი აქვს, პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოლოს. იმ შემთხვევაში კი თუ ეს მართლაც მოხდება, შოუ-ბიზნესის სფეროდან კლუნის კონკურენტი კანიე უესტი იქნება, რომელიც ამერიკის პრეზიდენტობას 2020 ან 2024 წლისთვის გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები