ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი 2016 წლის 25 დეკემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა, მისმა ბოიფრენდმა, ფადი ფავაზმა მუსიკოსი სახლში იპოვა. სხეულზე ძალადობის კვალი არ იყო, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად კი ცნობილი გახდა, რომ მაიკლს გული გაუჩერდა.
ოფიციალური განცხადება მომღერლის დაკრძალვასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა, თუმცა რამდნეიმე დღის წინ, ფავაზმა გაავრცელა ფოტო, რომელიც საღამოს საათებში სასაფლაოზე არის გადაღებული. გამოცემა dailymail.co.uk წერს, რომ ოჯახმა მუსიკოსი ყველასგან მალულად ჩრდილოეთ ლონდონში, ჰაიგეითის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალა. მათივე ცნობით, ცერემონიას 30-მდე ადამიანი ესწრებოდა.