მწერალმა ჯორჯ მარტინმა და კომპანია Apple-მა ინტერაქტიული ელექტრონული წიგნი „სამეფო კარის თამაშებს“ გამოუშვეს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
წიგნის – A Game of Thrones: Enhanced Edition სერვის iBooks-ში გამოჩენა რომანის პირველი პუბლიკაციიდან 20 წლის იუბილეს ეძღვნება.
მარტინის თქმით, ციფრული წიგნი მკითხველს საშუალებას აძლევს მდიდარი მასალა შეიგრძნოს ისე, როგორც ეს აქამდე შესაძლებელი არ იყო“, – განაცხადა მარტინმა.
მეორე რომანი ხელმისაწვდომი 27 ოქტომბრიდან იქნება, მესამე – 15 დეკემბრიდან. შემდეგი ნაწილები კი 2017 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.