LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯორჯიან მანგანეზის” ახალი საწარმო გერმანული ტექნიკით აღიჭურვება

81

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ახალ საწარმოში 20-22 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, საწარმოს ასამუშავებლად კი საჭირო ტექნიკას გერმანული კომპანიისგან შეიძენს.

როგორც ”ჯორჯიან მანგანეზში” აცხადებენ, ახალი ქარხანა სრულად გადაჭრის მდინარეში ნარჩენების ჩადინების პრობლემას. პროექტი მიმდინარე წლიდან დაიწყება, საწარმოს ექსპლუატაციაში გაშვება კი 2018 წლის ბოლომდე იგეგმება. არსებული ინფორმაციით, ახალი ქარხნის წარმადობა 450 ტონა იქნება, რაც ორჯერ აღემატება დღეს არსებულ საწარმოს სიმძლავრეებს.

ცნობისთვის, ჭიათურაში მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობის პროექტი “ჯორჯიან მანგანეზის’’ სპეცილური მმართველის მიერ რამდენიმე კვირის წინ წარდგენილი 14 პუნქტიანი გეგმის ნაწილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g