LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბაზარზე 40 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

99

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, საქართველოს ბაზარზე კომუნალური მომსახურების სფეროს ორგანიზაციისთვის, უპრეცენდენტო მოცულობის, 40 მლნ ლარის ობლიგაციების კერძო განთავსება წარმატებით განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ლარში ნომინირებული 6-თვიანი ობლიგაციებით მიღებული თანხა კაპიტალურ საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების წლიური სარგებელი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 4%-ია. ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ გამოცემული ობლიგაციები კომპანია „გალტ & თაგარტმა” განათავსა.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორის, გიორგი ცხადაძის განცხადებით, დამატებითი 40 მილიონი ლარის რესურსი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებას და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

,,წარმატებით ვაგრძელებთ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას. ეს არის ობლიგაციების მეოთხე ემისია. დამატებითი 40 მილიონი ლარის რესურსი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებას და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას მოხმარდება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც კომპანიის, ასევე წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის – განაცხადა ცხადაძემ.

როგორც „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ აღნიშნა, „გალტ & თაგარტის“ მეშვეობით უკვე მეოთხედ მოხდა ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ობლიგაციების წარმატებით განთავსება და ყველა განთავსება განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში.

GWP -მ პირველად 2.6 მლნ ლარის ობლიგაციები 2015 წლის აგვისტოში გამოუშვა. იმავე წლის 10 დეკემბერს, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” 6 მლნ ლარის, ხოლო მესამედ, 2016 წლის 7 დეკემბერს 30 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები