ჩვენ უფრო ერთიანები ვართ, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ვერსალის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პუტინმა ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა და ნატოს დასუსტება, ახლა კი მან ომი უნდა შეწყვიტოს.
,,ჩვენ უფრო ერთიანები ვართ, ვიდრე ოდესმე. არასოდეს მინახავს წევრი ქვეყნები ასე გაერთიანებული, ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად. პუტინს სჯეროდა, რომ დაიპყრობდა უკრაინას – მან ვერ შეძლო, მას სჯეროდა, რომ ჩვენ გაგვყოფდა – ვერ შეძლო, მას სჯეროდა, რომ ტრანსატლანტიკურ ალიანსს დაასუსტებდა და მან ვერ შეძლო. ახლა მან უნდა შეწყვიყოს ომი”, – განაცხადა ბორელმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ – რუსეთ-უკრაინის ომი.
