LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

JT Collections მსურველებს ნაქსოვ აქსესუარებზე სასურველ ინიციალებს დაუწერენ

111

ონლაინ მაღაზია JT Collections მომხმარებელს ნაქსოვ აქსესუარებსა და სამკაულებს სთავაზობს. მაღაზიაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებშიც 25 ლარის, ან მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, თბილისის მასშტაბით უფასო მიტანის სერვისი მოქმედებს.

როგორც ”ფორტუნა პლუსს” JT Collections-ში განუცხადეს, პროდუქციის ფასები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისათვის. აქსესუარების ფასები იწყება 9 ლარიდან, ხოლო სამკაულის მაქსიმალური ღირებულება 95 ლარია.

”ჩვენს მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, მათთვის სასურველ ფასებში შეარჩიონ სამკაულები, რომელიც ბრენდირებული შეფუთვით გადაეცემათ. ჩვენ შემოვიტანეთ სიახლე ქართულ ბაზარზე, კერძოდ –  სიახლის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ნაქსოვ აქსესუარებზე მოითხოვონ სასურველი ინიციალების დაწერა. კომპანია გიმზადებთ იარლიყს ინდივიდუალურად, რომელიც შექმნილია მხოლოდ ადრესატისათვის”, – აღნიშნეს JT Collections-ში.

მათივე ინფორმაციით, JT Collections კლიენტებს უამრავ სიახლეს ჰპირდება.

მაღაზია 2014 წელს შეიქმნა და შეკვეთებს მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით იღებს. პროდუქცია კი, მათ ”ფეისბუქ” გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ – (https://www.facebook.com/JTCollectionsJT )

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები