LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუანშერ ბურჭულაძე: წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა – როგორ ბედავენ საერთოდ მორალზე საუბარს

130
ჯუანშერ ბურჭულაძე

„წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა, თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანიებში ავანსად და შემდეგ ის კომპანია კოტრდებოდა, ამას ალბათ 10 წლის ბავშვიც არ იკადრებს“,  – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დავით კეზერაშვილის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბურჭულაძემ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის დროს გაწეული ხარჯების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ საბუთები ან გამქრალი ან გადამალული იყო:

„მე არ დამიანონსებია, რომ კიდევ რაიმე საქმის აღძვრას ვაპირებთ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. თქვენ იცით ის ბანალური შემთხვევა – მე ამას არ ვარქმევ კორუფციას, ეს იყო მთელი ხელისუფლების მიერ თანხების მიტაცება.

ეს არ იყო კორუფცია, როდესაც თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანიებში ავანსად და შემდეგ ის კომპანია კოტრდებოდა – ამის გაკეთებას ალბათ 10 წლის ბავშვიც არ იკადრებს. არაფერი ზედმეტი ჭკუა ამას არ სჭირდება.

საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ მას, არც კი ტელევიზია დავუყადაღეთ. თქვენ იცით მისი მოღვაწეობის შესახებ – ჯერ ქართველი ხალხი გაძარცვა, შემდეგ წავიდა და ევროპელი პენსიონერები გაძარცვა.

„კონსერვატიულობა ჩვენი ხელისუფლების მთავარი იდეაა” – ჯუანშერ ბურჭულაძე

რაზეა საერთოდ საუბარი, მე არ ვიცი. წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა – როგორ ბედავენ საერთოდ მორალზე საუბარს, მე არ ვიცი.“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

„ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონერებს“ – თავდაცვის მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g