LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუდ ლოუ ავარიაში მოყვა

105

ჯუდ ლოუ რარიტეტული ავტომობილების მოყვარულია. მსახიობი მისით არამარტო ვიზუალურად, არამედ  მოძრაობის დროსაც ტკბება: ვარსკვლავი ვინტაჟურ Mercedes-Benz SL380-ს ფლობს.

ამ დღეებში კი „ახალგაზრდა პაპის“ ვარსკვლავს მცირე უსიამოვნება შეემთხვა – 44 წლის მსახიობი მცირე ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა: პარკირების დროს მან გვერდით მდგომი ტაქსი დააზიანა. ლოუ მანქანიდან გადავიდა, ჯერ საკუთარი ავტომობილი გულდასმით დაათვალიერა, შემდეგ ტაქსისტს გამოელაპარაკა. როგორც ჩანს დიალოგი ორმხრივი შეთანხმებით დასრულდა, რადგან მამაკაცები ერთმანეთს მალევე დაემშვიდობნენ და საკუთარ გზას გაუდგნენ.



გაზიარება
გაზიარება

კომენტარები