LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუდ ლოუ დაქორწინდა – ფოტოები მოკრძალებული წვეულებიდან

1359
jdjou

ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 46 წლის ჯად ლოუმ და 32 წლის ფსიქოლოგმა ფილიპმა კოენმა რამდენიმე დღის წინ, საკმაოდ მოკრძალებულად აღნიშნეს ქორწინება ლონდონში.

წყვილმა უარი თქვა ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხაზე, ვარსკვლავური მეგობრების მიწვევაზე და საკუთარი ავტომობილით გამოცხადდა დღის 12 საათზე ვესტმინსტერის მერიაში, სადაც მხოლოდ ახლობლებს უმასპინძლა.

საზეიმო ცერემონიისთვის ფილიპმა მოკლე, სპილოსძვლისფერი კაბა და იმავე ფერის შლაპა შეარჩია, ლოუმ კი, თეთრი მაისური, შავი კოსტიუმი და მოდური შლაპა მოირგო. ცერემონიას მსახიობის 22 წლის შვილი რაფერტიც ესწრებოდა, რომელმაც საკუთარ “ინსტაგრამზე”  გამოაქვეყნა ბედნიერი მამის რამდენიმე ფოტო.

სხვათაშორის, ხმები წყვილის შეუღლებაზე ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა, როცა ინსაიდერები ირწმუნებოდნენ, თითქოს მდიდრული სადღესასწაულო წვეულება ალკოჰოლით, ვარსკვლავური სტუმრებით და დილამდე ცეკვებით, მაისის თვეში  გაიმართებოდა პარიზში. შესაძლოა, გეგმებზე უარის თქმა წყვილს სწორედ დროზე ადრე გახმაურებულმა ინფორმაციამ აიძულა ან ჯერ ოფიციალურად ხელმოწერა გადაწყვიტა, შეპირებულ წვეულებას კი, მოგვიანებით გამართავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g