როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, „დისნეი“ ახალ სრულმეტრაჟიან ფილმს „პიტერ პენი და ვენდი“ გადაიღებს. კაპიტან კაუჭას როლში კი შესაძლოა ბრიტანელი მსახიობი, ჯუდ ლოუ მოგვევლინოს. მანამდე აღნიშნული როლი დასტინ ჰოფმანს, ჯეისონ აიზეკსა და გარეტ ჰედლუნდს აქვთ შესრულებული. ფილმის რეჟისორი დევიდ ლოური გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ვენდის როლს მილა იოვოვიჩის ქალიშვილი, ევერ ანდერსონი შესარულებს, ხოლო პიტერ პენის როლს ალექსანდერ მოლონი.