ჯულია რობერტსი იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც უპირატესობას ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს. მსახიობი აღიარებს, რომ ბოლო წლებია უარი თქვა კოსმეტიკის გამოყენებაზე, მისი შვილები კი დედას მაკიაჟით მხოლოდ ეკრანზე ხედავენ.
„ჩვენ, თანამედროვე ქალები, მუდმივად ვისვამთ სახეზე მაკიაჟის უამრავ ფენას, ვიყენებთ ბოტოქსს, თავს ვიკლავთ შიმშილით, რათა მივუახლოვდეთ გამოგონებულ იდეალებს. მაგრამ ეს არ არის ის, რაზეც რეალურად უნდა ვიფიქროთ. მთავარია – როგორ ვგრძნობთ თავს შინაგანად. თუ საკუთარ თავთან თანხვედრაში არ ვიქნებით, ვინ შეგვიყვარებს? ვიცი, რომ მაქვს ნაოჭები, მაგრამ არ ვაპირებ მათ დამალვას, ეს ხომ ჩემი რეალური სახეა! მინდა, ყველამ მიმიღოს ისეთად, როგორიც სინამდვილეში ვარ და ყველას ვურჩევ, ჩემს მაგალითს მიბაძოს“, – განაცხადა რობერტსმა.