LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულიანა მური MoMA-ს პრესტიჟულ ჯილდოს მიიღებს

108

ყოველ წელს, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი კინოში შეტანილი წვლილისთვის პრემიებს გადასცემს. წელს ჯილდოს მფლობელი ჯულიანა მური გახდება. სადღესასწაული გალა-ვახშამი MoMA 13 ნოემბერს მოდის სახლ ”შანელის” მხარდაჭერით გაიმართება.

მანამდე კი მუზეუმმა მურის თაყვანისმცემლებისთვის კიდევ ერთი საჩუქარი მოამზადა: 2-დან 12 ნოემბრის ჩათვლით, კინოთეატრში the Roy and Niuta Titus Theaters მისი ფილმების ჩვენება გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჯულიანამდე MoMA-ს ჯილდო ქეით ბლანშეტმა, ტიმ ბერტონმა, პედრო ალმოდოვარმა, ბაზ ლურმანმა, ტილდა სუიტონმა, კვენტინ ტარანტინომ და სხვებმა მიიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g