LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულიანა მურის 14 წლის ქალიშვილი პოპულარული დედის ასლია (ფოტო)

197

მსახიობი ჯულიანა მური პაპარაცებმა მანჰეტენში სახლთან ახლოს გადაიღეს. 55 წლის ვარსკვლავს თან ახლდა ქალიშვილი, ლივ ფრეუნდლიჩი, რომელიც ძალიან ჰგავს თავის პოპულარულ დედას. დედა-შვილი ქუჩაში საშოპინგოდ იყო გამოსული. როგორც ჩანს ოსკაროსანი მსახიობი სულაც არ შეაწუხა პაპარაცების ცნობისმოყვარეობამ, რადგან ის აუღელვებლად მიირთმევდა ყავას ქალიშვილთან ერთად.

ლივ ფრეუნდლიჩი ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, თუმცა რამდენიმე ფილმში მონაწილეობა უკვე მოასწრო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის ძალზედ ნიჭიერია, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. მანჰეტენზე სეირნობისას ჯულიანა მური ჯინსის შარვალსა და თეთრ მაისურში იყო გამოწყობილი. ასევე ჯინსის შორტებსა და საზაფხულო მაისურში სეირნობდა ლივიც. მათ შორის ფიზიკური მსგავსება ყველა ფოტოზე შესამჩნევია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g