12 წლის შემდეგ, ეკრანებს „ჯუმანჯი“ უბრუნდება. ახალ ნაწილს „ჯუმანჯი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში“ ერქმევა. ამ დღეებში პროექტის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნდა, სადაც მთავარ როლებს დუეინ ჯონსონი, კარენ გილანი, ნიკ ჯონასი და ჯეკ ბლეკი ასრულებენ.
სიუჟეტის მიხედვით, ოთხი კლასელი სკოლის სარდაფში ძველ ვიდეო თამაშს იპოვის და საშიშ და ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას იწყებს.
დიდ ეკრანებზე ფილმი 27 დეკემბერს გამოვა.
https://www.youtube.com/watch?v=DNF4UFSz8tk