სტუდია Sony Pictures Group-ის თავმჯდომარემ, ტომ როტმანმა „ჯუმანჯის“ ახალი ნაწილის გამოსვლის თარიღი გაახმოვანა. ფილმის პრემიერა 2019 წლის დეკემბერში გაიმართება.
„დუეინ ჯონსონს დიდ ეკრანებზე 2019 წლის დეკემბერში კვლავ ვიხილავთ, რადგან არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ყველა კინოდარბაზი „ვარსკვლავურ ომებს“ დავუთმოთ“, – იხუმრა როტმანმა.
შეგახსენებთ, რომ „ჯუმანჯი“ Sony-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი გახდა. ის 2017 წელს გამოვიდა და 956 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.