სტუდია Sony Pictures-ის ნამუშევრის „ჯუმანჯის“ მოგებამ 900 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ასეთი შედეგი მან კინოგაქირავებაში ჩაშვებიდან 2 თვეში მოიპოვა. ამ თანხიდან 377 მილიონი მან საშინაო კინოგაქირავებაში მოიპოვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფილმი ჯერ არ გამოსულა ისეთ მსხვილ ბაზარზე, როგორიც იაპონიაა, შესაბამისად, მას ყველანაირი პირობა აქვს, რომ მილიარდიანი ნიშნულს გადაცდეს.
შეგახენებთ, რომ ფილმში მთავარ როლებს დუეინ ჯონსონი, კარენ გილანი, ჯეკ ბლეკი, კევინ ჰარტი და სხვა მსახიობები ასრულებენ. რაც შეეხება ფილმის ბიუჯეტს, ის მხოლოდ 90 მილიონ დოლარს შეადგენს.
