ფილმის „ჯუმანჯი: ჯუნგლების ძახილი“ მსოფლიო მოგებამ 666 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ გზით, სტუდია Sony Pictures-ის პროექტმა ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზიც კი გააუმჯობესა. მან უკან ჩამოიტოვა „სამართლიანობის ლიგა“, მითუმეტეს, რომ ეს უკანასკნელი მასზე ერთი თვით ადრე გამოვიდა.
„ჯუმანჯიში“ მთავარ როლებს დუეინ ჯონსონი, ჯეკ ბლეკი, ბობი კაბავალე, კარენ გილანი და სხვა მსახიობები ასრულებენ. ორიგინალისგან განსხვავებით, მთავარი გმირებს არა სამაგიდო, არამედ კომპიუტერული თამაშიდან თავის დაღწევა უწევთ.