23 და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერდის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“-ს ბაქანზე გაჩერდება. ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.
მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:
თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ# 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ#811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია : Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ვებ გვერდებზე : Railway.ge, Tkt.ge, Biletebi.ge, Matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებშიც.