LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საქმიანობა თვითნებურად განაახლეს

43067_1

მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საქმიანობა განაახლეს. როგორც ისინი ამბობენ, მერიასთან, კულტურის სამინისტროსთან და მონასტრის წინამძღვართან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

მოვაჭრეები არ თანხმდებიან მათ მოთხოვნას, რომ დახლები, ეკლესიის შესასვლელიდან 500 მეტრზე განათავსონ, რადგან მათი თქმით, იქ ხალხი არ დადის, სწორედ ამიტომ, მათ საქმიანობა თვითნებურად განაახლეს.

14 იანვარს გარევაჭრობის გამო, ეკლესიის წინამძღვრის კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით, ჯვრის მონასტერი დაიკეტა. მონასტერი მომლოცველებისა და ტურისტებისთვის 16 იანვარს გახსნეს. დღემდე მოვაჭრეები საქმიანობის განახლებისგან თავს იკავებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები