36 წლის მოდელმა, ირინა შეიკმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც ულამაზეს, ვერცხლისფერ, მბზინავ კაბაში პოზირებს. საქმე ისაა, რომ ტერი მიუგლერის არომატს, Angel 30 წელი შეუსრულდა, სწორედ საიუბილეო თარიღისთვის შეიმოსა შეიკი აღნიშნული „ლუქით“.
გამომწერები აღფრთოვანებას ვერ მალავენ და ირინას სხეულზე მომდგარ კაბას, „ხელოვნების ნიმუშს“ უწოდებენ.
„ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია“, „ნამდვილი ქალღმერთია“, – წერენ კომენტარებში.
„ცხელი ღამის შემდეგ“ – ირინა შეიკის ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს