LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაბა, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს,ფრანგულ მოდის სახლ Givenchy-ს ეკუთვნის [ფოტო]

332

მეგან მარკლის საქორწინო კაბა ფრანგულ მოდის სახლს ეკუთვნის. პატარძალს Givenchy-ს მოდის სახლის დიზაინერის, კლერ უეიტ კელერის, კაბა აცვია.პატარძალს თავზე ბრილიანტის დიადემა უკეთია. დიზაინერმა მეგან მარკლის თავსაბურავი თანამეგობრობის წევრი 53-ვე ქვეყნის ყვავილების კომბინაციით გააფორმა, რაც თავად პრინც ჰარის რჩეულის სურვილი იყო.

 

 

მეგან მარკლი საკურთხეველთან პრინცი ჰარის მამამ, პრინცმა ჩარლზმა მიიყვანა, რადგან ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე მარკლის მამა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

ჯვრისწერის ცერემონია უკვე დასრულდა, მათ დადეს ფიცი და გაცვალეს საქორწინო ბეჭდები. ქორწინების შემდეგ მათ პირველად უკვე აკოცეს ერთმანეთს. საქორწილო ღონისძიებები გრძელდება.

 

ჯვრისწერის ცერემონიის შემდეგ ახლადდაქორწინებულმა წყვილმა უინძორის უძველეს ქუჩებში ეტლით გაისეირნა, მოგვიანებით კი ქორწინების აღსანიშნავად დაგეგმილ მიღებებს დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g