LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”კაბა” საბავშვო სამოსის წარმოებას იწყებს

420

”კაბა” – ქართული ბრენდი ქალბატონებისთვის გაფართოებას გეგმავს. მალე კომპანია საბავშვო ხაზის წარმოებას დაიწყებს. ამასთან ”კაბა” ახალი ფილიალების გახსნასაც განიხილავს, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს რეგიონებში.

”ჩვენი ბრენდი ქართულ ბაზარზე თითქმის 15 წელია, რაც წარმოდგენილია. თუმცა, ”კაბას” სამოსი აქამდე თურქეთში იქმნებოდა. 2016 წლის ზაფხულიდან კი რებრენდინგის ფარგლებში, კომპანიამ საქართველოში საკუთარი წარმოება დაიწყო. გვაქვს ჩვენი სამკერვალო, სადაც ბრენდის სამოსზე პროფესიონალ დიზაინერთა ჯგუფი მუშაობს”, – განუცხადა ”ფორტუნას” ”კაბას” დირექტორმა, ლილე თამლიანმა.

მისივე ინფორმაციით, ”კაბას” სამოსი ამ ეტაპზე მხოლოდ ქალბატონებისთვის იკერება. გარდა სამოსისა, ბრენდის მაღაზიაში მომხმარებელს აქსესუარებისა და ფეხსაცმელის შეძენაც შეუძლია. ”რაც შეეხება, ღირებულებას, ჩვენი პროდუქცია ყველა საფასო კატეგორიის მომხმარებელზეა გათვლილი. ფასები 70-დან 300 ლარამდე მერყეობს. 300 ლარი, ძირითადად, სეზონური ფასია და ვრცელდება პალტოებზე”, – აღნიშნა თამლიანმა და აღნიშნა, რომ კომპანია მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ფასდაკლების აქციებსაც.

ცნობისთვის, ”კაბა” ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც ამ ეტაპზე თბილისში, ორი მაღაზიითაა წარმოდგენილი, პეკინის ქუჩაზე და ქავთარაძის ქუჩაზე, ჰიპერმარკეტ ”გუდვილის” შენობაში. კომპანია საკუთარ სამკერვალოს ფლობს, სადაც ტანსაცმლის სერიული წარმოება ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g