LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კაბელების საქმეზე” ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს

61

„კაბელების საქმეზე“ განაჩენი ცნობილია, „ფორტუნას“ კორესპონდენტის ცნობით, ბრალდებულებს სასამართლომ 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

საქალაქო სასამართლოში სხდომა 9:30 საათზე დაიწყო.

საქმეზე ბრალდებულებს –  ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება.

ბრალდებულების ადვოკატი, ლევან სამუშია ამბობს, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი თავისუფლების 7 წლით აღკვეთის გადაწყვეტილებას არ აქვს და მოსამართლემ “უზენაესი ხელისუფლის” სურვილი შეასრულა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g