LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კაცებს უფრო გაუთხოვარი ქალბატონები სურთ, განათხოვარზეც პრობლემა არ არის.. ქალებისთვის მთავარი ფინანსური მდგომარეობაა“ – როგორ ირჩევენ მეორე ნახევარს გორის გაცნობა-დაოჯახების ცენტრში

804
Untitled design (2)

გორში, მცირე ხნის წინ, გაცნობისა და დაოჯახების ცენტრი „გზა ბედნიერებისკენ“ გაიხსნა.

ცენტრს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ ესტუმრა და მისი დამფუძნებლისგან მოისმინა, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს, მომავალი მეორე ნახევრის პოვნა.

დაოჯახების ცენტრის დამფუძნებელი, ნანა აღორძინება იმ კრიტერიუმებზე საუბრობს, რომელსაც მამაკაცები და ქალბატონები გაცნობის დროს ანიჭებენ უპირატესობას.

მისი თქმით, თავდაპირველად იკრიბება მონაცემები, რომელიც მოიცავს ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა ასაკი, ეროვნება, სიმაღლე, აღნაგობა და ა.შ.

„ვიწერთ იმ ადამიანის მონაცემებს, რომელიც გვიკავშირდება. ყველანაირი მონაცემი უნდა გვქონდეს, შემდეგ ვეკითხებით, როგორი პარტნიორი სურს და რა მონაცემები უნდა ჰქონდეს მას. ამის შესახებ ელემენტარული წარმოდგენა უნდა მქონდეს.

მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ ქალბატონების პატიოსნებას, იმას, თუ რამდენად იქნებიან ოჯახის ერთგულები.

მათ უფრო სურთ გაუთხოვარი ქალბატონები, განათხოვარზეც პრობლემა არ არის, მაგრამ შვილიანზე ცოტა პრობლემაა, შვილიანი ყველას არ უნდა.

მამაკაცში დადებითია ის, რომ მეუბნება: „ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, მუშაობს თუ არა და აქვს თუ არა კარგი ფინანსები ქალბატონს“.

რაც შეეხებათ ქალბატონებს, მათთვის მთავარი ფინანსური მდგომარეობაა. უმეტესად ამბობენ: „აი მე კი მაქვს, მაგრამ თვითონ უნდა მუშაობდეს და მამაკაცის ფინანსური მდგომარეობა გამართული უნდა იყოსო“.

ერთმა ქალბატონმა დარეკა, რომელსაც ცისფერთვალება და მაღალი [მამაკაცი] უნდა – ადამიანის სურვილებს ასე ვერ განვსაზღვრავთ“, – ამბობს დაოჯახების ცენტრის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, გაცნობისა და დაოჯახების მსურველი როგორც მამაკაცების, ასევე ქალბატონების ასაკი 18-დან 60-წლამდეა.

„მამაკაცები აქტიურობენ სამეგრელოდან, შემდეგ მოსდევს აჭარა და კახეთი. ქალბატონებიც ასე, უფრო ნაკლებად და ყველა რეგიონიდან.

საზღვარგარეთიდან მეხვეწებიან – „გვიშოვეო“, ქართველი ქალი უნდათ.

ბოლო კეთილი უნდა იყოს, მეც ასე მინდა“, – ამბობს ნანა აღორძინება.

 

 

?‍♀️?? ანი გიუნტერი გორის გაცნობა-დაოჯახების ცენტრში

?‍♀️?? ანი გიუნტერი გორის გაცნობა-დაოჯახების ცენტრში – როგორ ირჩევენ მეორე ნახევარს და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სასურველი სასიძო თუ საპატარძლო

?? ანი გიუნტერმა ცენტრში თავადაც სცადა ბედი – საინტერესოა ვნახოთ თუ იპოვის გულის სწორს…

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 22 მაისი, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g